აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო) ადელფის უნივერსიტეტთან (აშშ), გამოყენებითი მეცნიერებების საერთაშორისო უნივერსიტეტთან (გერმანია), ელექტრონული კომერციის ინსტიტუტთან (კიოლნი, გერმანია) პარტნიორობითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და გერმანიის სამეწარმეო ორგანიზაციის მხარდაჭერით 2024 წლის 10 და 11 ოქტომბერს ქალაქ კიოლნში (გერმანია) მართავს მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას: (ISPC 2024) ,,ციფრული მენეჯმენტი და ხელოვნური ინტელექტი“
სამიზნე აუდიტორია: მკვლევარები, პრაქტიკოსები, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები როგორც კონფერენციის ორგანიზატორი უნივერსიტეტებიდან, ასევე სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.
კონფერენცია ფარავს შემდეგ მიმართულებებს: გაციფრება ბიზნესში, განათლებაში, ჯანდაცვასა და ა.შ.
სამუშაო ენა: ინგლისური
საფასური: ონლაინ დამსწრეებისთვის კონფერენციაზე რეგისტრაცია (განაცხადის წარმოდგენა) არის უფასო, ხოლო კიოლნში, კონფერენციის მონაწილეებმა უნდა დაფარონ კვების საფასური.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია და მნიშვნელოვანი თარიღები:
- განაცხადის/Application form (აბსტრაქტით) info@ecommerceinstitut.de –ზე და sciencepapers@eeu.edu.ge – ზე წარმოდგენის ბოლო ვადა 1 ივნისი, 2024
- პრეზენტაციისა და სრული ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადა 1 სექტემბერი, 2024
- ISPC 2024 კონფერენციის ჩატარება 10/11 ოქტომბერი, 2024
კონფერენციის ფორმატი: ჰიბრიდული: ონლაინ (ZOOM-ში ჩართვით) და ფიზიკური დასწრება გერმანიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IU International University), მისმართი: Campus Gerling Quartier Hildeboldplatz 2050672 კიოლნი, გერმანია: https://www.iu.de/en/campus/cologne/
საკონფერენციო ნაშრომების გამოცემა:
საკონფერენციო ნაშრომები გამოქვეყნდება Scopus-ში ინდექსირებულ სპრინგერის გამოცემაში – “Springer Proceedings in Business and Economics (SPBE)’’.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართის სახით, შემდეგ ბმულზე: CfA ISPC 2024