2024 წლის 19 მარტს, EEU-ს თვითმმართველობის გუნდისა და EEU-ს ადმინისტრაციის ორგანიზებით, ჩატარდა საერთო შეხვედრა, სადაც ახალმა თვითმმართველობამ წარადგინა სამომავლო გეგმა, რომლის განხორციელებაც იგეგმება გაზაფხულის სასწავლო სემესტრში. გეგმის მიზანია სტუდენტური ცხოვრების წახალისება და მხარდაჭერა. სემესტრის განმავლობაში იგეგმება არაერთი სტუდენტური აქტივობის ჩატარება, როგორც გასართობი, ისე შემეცნებით-ინტელექტუალური.