ახალ ორლეანში, ლუიზიანაში (აშშ) იმართება განათლების საერთაშორისო ასოციაციის ყოველწლიური კონფერენცია/გამოფენა NAFSA 2024, სადაც ტრადიციულად მონაწილეობს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, რომელსაც უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი თეა იმედაძე წარმოადგენს. NAFSA მსოფლიოში განათლების უდიდესი გამოფენაა და საუკეთესო პლატფორმაა პარტნიორული ქსელის გაფართოებისა და უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციისთვის. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით წელს აღნიშნულ ფორუმზე საქართველოს წარმოადგენს 16 უნივერსიტეტი. გამოფენა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს 27 მაისს დაიწყო და 31 მაისს დასრულდება.