flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

EEU-ში მიდლსექსის უნივერსიტეტთან პარტნიორობით შემუშავებული ტრენინგ-კურსი: ,,აკადემიური უნარები და პროფესიული პრაქტიკა სკოლამდელი განათლების ლიდერებისთვის’’ წარმატებით განხორციელდა

მიდლსექსის უნივერსიტეტისა (დიდი ბრიტანეთი) და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის თანამშრომლობით სკოლამდელი განათლების შესახებ სამი თვის განმავლობაში ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარე ტრენინგ-კურსი წარმატებით დასრულდა.

ტრენინგ-პროგრამა შემუშავდა და  მას ხელმძღვანელობდა მიდლსექსის უნივერსიტეტის სკოლამდელი განათლების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ნიკი სპაულსი (Nicky Spawls). კურსი განახორციელა ამავე უნივერსიტეტის სკოლამდელი განათლების დარგის პროფესორმა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სკოლამდელი განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა ანჯელა სქოლანმა (Angela Scollan). სწავლების პროცესში ასევე ჩართულნი იყვნენ მიდლექსის უნივერსიტეტის სკოლამდელი განათლების დეპარტამენტის სხვა პროფესორ-მასწავლებლებიც: ლორდს კერი (Lourdes Kerr), ლინეტ მორისი (Lynette  Morris) და სხვები.

ტრენინგის შემაჯამებელი შეხვედრა გახსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ლაზარაშვილმა. აუდიტორიას მიესალმა EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან აფთარაშვილი.

ტრენინგში მონაწილეობდა 25-ზე მეტი მსმენელი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოდან, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან, მასწავლებელთა პროფესიული განათლების ეროვნული ცენტრიდან, მუნიციპალიტეტებიდან, სკოლამდელი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან;

ღონისძიება დასრულდა რეფლექსიური დისკუსიით. მსმენელებისთვის საინტერესო კითხვებს ანჯელა სქოლანმა დეტალურად უპასუხა.

ტრენინგ-კურსის მონაწილეებს გადაეცათ მიდლსექსის უნივერსიტეტის სერტიფიკატები.  სპეციალურად მათთვის შექმნილი ინდივიდუალური ელექტრონული გვერდის საშუალებით კი აქვთ წვდომა მიდლსექსის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასა და საგანმანათლებლო რესურსებზე.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი მიდლექსის უნივერსიტეტთან პარტნიორობით კვლავაც გეგმავს  სკოლამდელი განათლების მიმართულებით  ახალი  ტრენინგ-კურსების შეთავაზებას მსმენელთათვის.

წიგნის პრეზენტაცია: „ზოგიერთი კრიმინოლოგიური ასპექტი ქრისტიანული მართლმადიდებლური მოძღვრების მიხედვით“
ფსიქოლოგ ნანა გოგიჩაშვილის საჯარო ლექცია: ,,მშობლების მოლოდინები და ჩვენ”

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University