იწყება რეგისტრაცია ქართულ-გერმანულ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად!
მიმდინარე წლის 19 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი გერმანიის ქალაქ აშაფენბურგის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად აორგანიზებს ქართულ-გერმანულ საერთაშორისო საზაფხულო სკოლას: „ქართული მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობა.“
საზაფხულო სკოლის ამოსავალ წერტილს წარმოადგენს Blue Ocean Strategy. აღნიშნულ მეთოდზე დაყრდნობით, საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოხდება სტრატეგიული მენეჯმენტის სხვადასხვა მიდგომების შესწავლა.
მცირე და საშუალო საწარმოები (SME) წარმოადგენს ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის მიმართულების სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას სტრატეგიული მენეჯმენტის სხვადასხვა მეთოდებში იმისათვის, რომ მათ შეძლონ შექმნან ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდის სტრატეგიები.
საზაფხულო სკოლაში მონაწილე სტუდენტებს მენტორობას გაუწევენ გამოცდილი პროფესორები საქართველოდან და გერმანიიდან.
ფორმატი: ბიზნესის მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტების ჯგუფები გერმანიიდან და საქართველოდან ინტენსიურად გაატარებენ ერთ სამუშაო კვირას, განსაზღვრავენ პოტენციურ კონცეფციებს. საზაფხულო სკოლის დასასრულს, სტუდენტები აღნიშნულ კონცეფციებს წარუდგენენ პოტენციურ დაინტერესებულ მხარეებს.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის საფასური: ქართველი სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა სრულად დაფინანსებულია.
სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის მიმართულების სტუდენტები
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე
რეგისტრაციის ბოლო ვადა: მიმდინარე წლის 10 ივლისი.
საზაფხულო სკოლის ჩატარების თარიღი: 19.07.2024 – 25.07.2024