აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის 22 ივნისს 13:00 საათზე გაიმართება ინტერაქციული აქტივობა თემაზე: ,,როგორ ვაქციოთ იდეა წარმატებულ ბიზნეს პროექტად’’ და EEU აუქციონი – ღია კარის დღეების შემაჯამებელი აქტივობა.
ღონისძიების პირველ ეტაპზე სკოლის მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, ჯგუფურად შექმნან სიმულაციური ბიზნეს გეგმა და მოიპოვონ პრიზი საუკეთესო პროექტისთვის. გამოვლინდებიან საუკეთესო სიმულაციური ბიზნეს გეგმის ავტორები, რომლებიც მოიპოვებენ დამატებით ბონუს ქულებს აუქციონში მონაწილეობისთვის.
შეხვედრის მეორე ეტაპზე გაიმართება ღია კარის დღეების შემაჯამებელი აქტივობა, EEU აუქციონი. მოსწავლეები თითოეულ აქტივობაში ჩართულობით მოპოვებული ბონუს ქულებით შეიძენენ საგანმანათლებლო თუ გასართობი დანიშნულების ნივთებს.
სამიზნე აუდიტორია: მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 22 ივნისი, 13:00 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საკონფერენციო დარბაზი – 201