2024 წლის 27 თებერვალს ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე სტუდენტებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ ლაზარაშვილი, ვიცე-რექტორი საერთაშორისო და ადმინისტრაციულ საკითხებში თეა იმედაძე, ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნატო ალავიძე, ფაკულტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი მესალმა, სტუდენტებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა და პროფესიული განვითარების გზაზე შემდგომი წარმატებები უსურვა.
ჰიპოკრატეს ფიცის საზეიმოდ მიღების შემდეგ კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის სპეციალური საჩუქრები, ხოლო სტუდენტების მიერ სხვადასხვა ნომინაციაში დასახელებულ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს სერტიფიკატები გადაეცა.
გამოსაშვებ ცერემონიას კურსდამთავრებულების ოჯახის წევრები, მეგობრები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.
ღონისძიება ქუდების აყრისა და ტორტის გაჭრის საზეიმო ცერემონიით და ფურშეტით დასრულდა.