ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) მობილობის შედეგები გამოცხადდება 12 სექტემბერს, რის შემდეგაც მობილობის მსურველი პირი ვალდებულია, უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ ვადაში – 2024 წლის 12 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით – მიმართოს განცხადებით EEU–ს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს EEU-ს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) გადმოსვლის უფლება აქვს მხოლოდ იმ სტუდენტს, რომელმაც დადგენილ ვადაში – 21 აგვისტოდან- 9 სექტემბრის18:00 საათამდე გაიარა რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე. ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ინსტრუქცია იხ. ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=Gs13GS1wJ8Q
სპეციალური პირობები 2024-25 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობით EEU-ში ჩარიცხული სტუდენტებისთვის:
🔻ისარგებლეთ გადახდის ინდივიდუალური გრაფიკით და სემესტრის განმავლობაში სწავლის საფასური თქვენი სურვილისამებრ გაყავით 2, 3, 4…. ან მეტ ნაწილად;
🔻 EEU-ში სწავლის პერიოდში ისარგებლეთ დაფინანსების დამატებითი სერვისებით:
- მიიღე ყოველსემესტრული სტიპენდია წარჩინებულთათვის – 600 ლარი;
- ერთჯერადი ჯილდო სტუნდეტის მიერ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში გამოჩენილი განსაკუთრებული აქტივობისთვის (მაგალითად, უნივერსიტეტის წარმოჩენა სპორტულ, კულტურულ, ინტელექტუალურ კონკურსებში, გამოფენებში, სამეცნიერო კონფერენციებში და ა.შ.)
- შიდა საუნივერსიტეტო დაფინანსება ოქროს და ვერცხლისმედალოსნებისთვის;
- სტუდედენტური სამეცნიერო პროექტებისა და აქტივობების დაფინანსება – 5000 ლარი;
- უფასო სამედიცინო დაზღვევა ,,მედისონის” კლინიკებში;
- EEU-ში შიდა საუნივერსიტეტო ანაზღაურებადი დასაქმება/სტაჟირება;
🔻 გაიგე მეტი EEU-ს პროგრამების, პერსონალის, გაცვლითი პროგრამების, ახალი თანამედროვე კამპუსისა და დაუვიწყარი სტუდენტური ცხოვრების შესახებ: https://eeu.edu.ge/abiturientebi/
EEU აცხადებს საბუთების მიღებას საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
EEU-ში ყველა პროგრამა აკრედიტებულია!
საბაკალავრო პროგრამები (იხ. ბმული):
სამართალი – 10 ვაკანსია
ფსიქოლოგია – 10 ვაკანსია
სკოლამდელი განათლება – 10 ვაკანსია
ბიზნესის ადმინისტრირება – 10 ვაკანსია
საერთაშორისო ურთიერთობები – 10 ვაკანსია
არქიტექტურა – 10 ვაკანსია
წარმოსადგენი დოკუმენტაციის მიღების ვადები და ნუსხა:
🔻მობილობის მსურველმა პირმა 2024 წლის 12 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინოს (პირისპირ ან ელექტრონულად) უნივერსიტეტის მიერ სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტები:
- განცხადება EEU-ს რექტორის სახელზე (იხ. ბმულზე: https://eeu.edu.ge/wp-content/uploads/2024/07/ganacxadis-forma-1.docx)
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/სამხედრო ბილეთი (ვაჟებისთვის);
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი;
- ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
🔻გაითვალისწინეთ! მობილობის მსურველ პირს შეუძლია მოგვმართოს (info@eeu.edu.ge, 032 2 48 01 41) კრედიტების წინასწარი აღიარების თხოვნით და მიიღოს ინფორმაცია, EEU-ში ჩარიცხვის შემთხვევაში, რამდენი კრედიტი უღიარდება;
საბუთები მიიღება: 10:00–დან 18:00 სთ–მდე (შაბათ-კვირის გარდა) უნივერსიტეტის პირველ კამპუსში – ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, აშშ-ს საელჩოს მიმდებარედ, ოთახი 206) ან ელექტრონულად (იხ. ელექტრონული განაცხადის ფორმა: https://www.surveymonkey.com/r/NP932YV?lang=ka
საკონტაქტო ინფორმაცია:
ქ. თბილისი, ენუქიძის ქ. #6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, აშშ საელჩოს მიმდებარედ)
032 2 48 01 41; 599279395; 598 56 12 46;