ლანა სულხანიშვილი (ასოცირებული პროფესორი)
ფსიქოლოგიის დოქტორი
მიმართულება: ფსიქოლოგია
ლანა სულხანიშვილი არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. ფლობს ფსიქოლოგიის დოქტორის აკადემიურ ხარისხს. არის ვიქტორ ფრანკლის სახელობის ლოგოთერაპიის და ეგზისტენციალური ანალიზის საბაზისო და სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული. ასევე, არის კავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაციის წევრი.
ლანა სულხანიშვილი მრავალი წელია ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში. არის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ათეულობით სემინარის და სწავლების აქტიური მონაწილე. ასევ, მრავალი კვლევითი და სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელი, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების რეცენზენტი. ასევე ორი სახელმძღვანელოს რედაქტორი.