თეა ძოწენიძე (ასისტენტ-პროფესორი)
მიმართულება: განათლება
თეა ძოწენიძე არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი. ამასთანავე, არის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის სკოლამდელი განათლების სამმართველოს – გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საგრანტო პროექტის კოორდინატორი და პროექტის ტრენერ-კონსულტანტი. აქვს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება. იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის აპარატში.
თეა ძოწენიძე არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი, ტრენინგებისა და კონფერენციების მონაწილე.