თეიმურაზ თოდრია (პროფესორი)
სამართლის დოქტორი
მიმართულება: კერძო სამართალი
შპს „იურიდიული ექსპერტიზა“-ს დირექტორი და დამფუძნებელი.
თეიმურაზ თოდრია არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი. ფლობს სამართლის დოქტორის ხარისხს. იგი, 2019 წლიდან დღემდე არის შპს „იურიდიული ექსპერტიზა“ -ს დირექტორი და დამფუძნებელი, ასევე, 2016 წლიდან არის შპს „თოდრია და პარტნიორები“-ს დირექტორი და დამფუძნებელი.
თეიმურაზ თოდრიას აქვს მრავალწლიანი პროფესიული და პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება. გასულ წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მთავარი მრჩეველი, სამოქალაქო სამართლის მოსამართლე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დისციპლინური პალატის თავჯდომარე, მოსამართლეთა დისციპლინური საბჭოს წევრი, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი, საქართველოს გენერალური პროკურატურის უფროსი ინსპექტორი.
თეიმურაზ თოდრია არის არაერთი საერთაშორისო კონფერენციის, პროექტის მონაწილე და პუბლიკაციის ავტორი.