აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორი პარიზის სორბონის უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას 2024–2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის გაცვლით პროგრამაზე. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ სორბონის უნივერსიტეტში, მიიღონ ცოდნა და დაუვიწყარი გამოცდილება.
გაცვლითი პროგრამა ცხადდება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტსა და სორბონის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში. გაცვლით პროგრამაში შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ ფრანგულ ენას B2 დონეზე.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტის მხრიდან გასაწევი ხარჯი შეადგენს მხოლოდ მგზავრობისა და ცხოვრების საფასურს.
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა, რეგისტრაციის მიზნით, უნდა წარმოადგინონ:
- სამოტივაციო წერილი;
- პასპორტის ასლი (პასპორტის არ არსებობის შემთხვევაში, პირადობის მოწმობა);
- CV (ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
- სწავლების მიმდინარე საფეხურის ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
- ფრანგული ენის ცოდნის (მინიმუმ B2 დონე) დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სარეკომენდაციო წერილი;
- ფოტოსურათი (3/4, JPEG ფორმატი).
რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 16 სექტემბერი.
გასაუბრება გაიმართება 18 სექტემბერს.
საბუთების მიღება იწარმოებს EEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში (ოთახი 102) 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: international@eeu.edu.ge