აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) აგრძელებს საგანმანათლებლო ჩემპიონატის მხარდაჭერას.
2023 წლის 18 ნოემბერს, EEU-ს გენერალური სპონსორობით, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სკოლის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური თამაშის – ,,სასკოლო რა? სად? როდის?“ შესარჩევი ტური გაიმართა.
ინტელექტუალური თამაშის პირველ ტურში მონაწილეობას თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლების მოსწავლეები იღებდნენ.
შეჯიბრის დაწყებამდე ,,სასკოლო რა? სად? როდის?’’ მონაწილეებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ ლაზარაშვილმა სიტყვით მიმართა და მათ წარმატება უსურვა.
შესარჩევ თამაშს „ბატონი წამყვანი“ – გიორგი მოსიძე წარუძღვა.