2024 წლის 03 ოქტომბერს ქ. თბილისის მერიის ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატი“-სა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს (EEU) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს „ჩემი ადვოკატის” ხელმძღვანელმა, მარინა ბერაძემ და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ ლაზარაშვილმა.
ქ. თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „ჩემი ადვოკატი“ – მიზანია, საზოგადოებაში სამართლებრივი განათლების დონის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება; იურდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და დამწყები იურისტებისთვის, პრაქტიკული იურიდიული განათლების მიცემა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარება.
მემორანდუმის თანახმად, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სამართლებრივი პრაქტიკა. ორგანიზაცია ორიენტირებულია სტუდენტების პროფესიაში მაქსიმალურ ინტეგრაციაზე. სტუდენტები პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის დროს, ტრენერ-ადვოკატების დახმარებით თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში გამოიყენებენ, ჩაერთვებიან მოქალაქეების რეალური პრობლემების გადაწყვეტაში, შეადგენენ დოკუმენტებს და განახორციელებენ სასამართლო წარმომადგენლობას.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/G13iK