ღონისძიების ფარგლებში, დიპლომირებული მედიკოსის პროგრამის მე-6 სემესტრის სტუდენტებმა, პრათმეშ ანილ გჰაგმა და დიშა პანკაჯ გუჯარათმა აუდიტორიას კლუბის მისიის, დაგეგმილი პროექტებისა და აქტივობების შესახებ გააცნეს.
ახლად დაარსებული კლუბი ორიენტირებულია სტუდენტებს შორის კავშირის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების გაღრმავებაზე. კლუბის მიზანს სტუდენტების ინიციატივების მხარდაჭერა, სტიპენდიების მოსაპოვებლად საჭირო აქტივობებში მონაწილეობის ხელშეწყობა, კურსდამთავრებულებსა და ამჟამინდელ სტუდენტებს შორის კომუნიკაციის დამყარება სხვადასხვა ღონისძიებებისა და პროგრამების საშუალებით წარმოადგენს.