17-21 ივლისს პროფ. გიორგი თავაძე და ნორვიჩის ხელოვნებათა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი იულიანა გავრილი იმყოფებოდნენ სამეცნიერო ექსპედიციაში „ადგილები და იდენტობა“. ექსპედიციის ფარგლებში მკვლევრებმა აწარმოეს ეთნოგრაფიული დაკვირვება სოფ. კისტანში (დუშეთის მუნიციპალიტეტი, პირიქითა ხევსურეთი) საკრალურ ადგილებთან და სივრცეებთან ადგილობრივთა ურთიერთქმედების შესწავლის მიზნით.