გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების 2024-2025 სასწავლო წლის სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განცხადებების ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამას ახორციელებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით.
დაფინანსების უფლების მქონე პირი:
პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, საჩხერის, დუშეთის, ონის, წალენჯიხის, ზუგდიდის და მესტიის მუნიციპალიტეტებში გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტები.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სასწავლო წელს განცხადებები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად, პორტალზე: http://socreg.mes.gov.ge
რეგისტრაციის ვადები: 2024 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით
ელექტრონული რეგისტრაციის გავლის შესახებ ინსტრუქცია იხ. ბმულზე: https://mes.gov.ge/uploads/files/6757-574545.pdf
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://mes.gov.ge/content.php?id=13192&lang=geo