აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) სახელმწიფოსა და სამართლის სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით 2025 წლის 1-2 თებერვალს, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის წევრებისთვის, EEU-ს საკონფერენციო დარბაზში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პრაქტიკული კურსი განხორციელდა.
კურსის მიზანი იყო EEU-ს სახელმწიფოსა და სამართლის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის პოპულარიზაცია; აქტივობის ფარგლებში გამოვლენილი საკითხები გამოყენებული იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებისა და მექანიზმების შესწავლისთვის.
კურსის ფარგლებში სამიზნე ჯგუფი გაეცნო შემდეგ საკითხებს:
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ორგანიზაციის აუდიტის თავისებურებები;
- ინფრასტრუქტურის შესწავლისა და ინტერვიუს ჩატარების თავისებურებები;
- აუდიტის დასკვნის მომზადება;
- პერსონალის გადამზადება/პერსონალური მონაცემების პროცესის მართვის დიგიტალიზაცია.
კურსი მოიცავდა პრაქტიკული დავალებების კომპონენტსაც. მონაწილეებმა მოამზადეს აუდიტის დასკვნა და წარადგინეს მისი პრეზენტაცია.
კურსს უძღვებოდნენ:
- ზურაბ აზნაურაშვილი – საჯარო მმართველობის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის დამფუძნებელი, შპს ნექსია საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულების ხელმძღვანელი.
- ნიკა ასვანუა – საჯარო მმართველობის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის დამფუძნებელი, შპს მონაცემთა დაცვის ოფიცრის დირექტორი.
- გიორგი მირიანაშვილი – სამართლის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის თავმჯდომარე, შპს მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებელი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პრაქტიკული კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატი.