
მიმდინარე წლის 14 იანვარს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დაკავების მიზნით გამოცხადებული ღია კონკურსის ვადები შეიცვალა და განისაზღვრა შემდეგნაირად:
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად (საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის შესწავლა, პირველადი შეფასება; დოკუმენტაციის შედეგად შერჩეული კონკურსანტებთან გასაუბრება; შეჯერება, გადაწყვეტილების მიღება) 2025 წლის 20 თებერვლიდან 2025 წლის 7 მარტის ჩათვლით.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2025 წლის 10 მარტისა.