
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის ორგანიზებულ ღია კარის დღის აქტივობების ფარგლებში 04 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება EEU-CAFE კულინარიული დუელი Chef Gio-სთან ერთად.
მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა, ჩაერთონ კულინარიულ შეჯიბრში, რომელიც გუნდური პრინციპით წარიმართება. თითოეული გუნდი ორი სხვადასხვა კერძიდან მისთვის სასურველის არჩევს და მოამზადებს ახალ კერძს იმ ინგრედიენტებით, რომლებიც საიდუმლო ყუთში იქნება მოთავსებული.
კულინარიულ დუელს გაუძღვება Chef Gio (გიორგი ნაცვლიშვილი).
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისგან (EEU) კულინარიული შეჯიბრის გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა საუკეთესო შეფმზარეულის ჯილდო და სასწავლო ვაუჩერი.
გუნდების დაკომპლექტება განხორციელდება ადგილზე.
სამიზნე აუდიტორია: მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები
განხორციელების განრიგი: 04 მაისი, 13:00 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი – EEU-CAFE
არ გამოტოვოთ ღია კარის დღეები EEU-ში, თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხართ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა