
გსურს Erasmus+-ის დაფინანსებით გაემგზავრო ევროპაში, ისწავლო პანთეონის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტში (საბერძნეთი)და მიიღო დაუვიწყარი გამოცდილება?
მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა! გახდი ერასმუსელი!
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის, 2025-2026 სასწავლო წლის ზამთრის სემესტრში (ზამთრის სემესტრი მოიცავს შემდეგ პერიოდს: სასესიო პერიოდი – ოქტომბერი 2025 – იანვარი 2026; საგამოცდო პერიოდი: იანვარი – თებერვალი 2026) პანთეონის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტში (საბერძნეთი) Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის.
გაცვლითი პროგრამა ცხადდება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის საერთაშორისო კრედიტ მობილობის (International Credit Mobility –ICM) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება EEU და პანთეონის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის გაფორმებული საპარტნიორო ხელშეკრულების საფუძველზე.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს გეძლევათ შესაძლებლობა სრული დაფინანსებით გაცვლითი ერთი სემესტრი გაატაროთ საბერძნეთში, ეზიაროთ საერთაშორისო გამოცდილებას, მიიღოთ ცოდნა და დაუვიწყარი გამოცდილება!
Erasmus+ სტიპენდია სრულად ფარავს როგორც სწავლის, ისე მგზავრობის ხარჯებს! პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილია სტიპენდიების მიღება! ყოველთვიური სტიპენდიის სახით სტუდენტებისთვის განსაზღვრულია 850 ევრო, მგზავრობის ხარჯი ანაზღაურება 275 ევროს ოდენობით.