სასერტიფიკატო კურსისა და საგანმანათლებლო ექსპერიმენტის შესახებ:
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის აცხადებს მიღებას სტრატეგიული მენეჯმენტის სასერტიფიკატო კურსზე.
პირველად საქართველოში ჩატარდება საგანმანათლებლო ექსპერიმენტი Capstone 2.0 ამერიკული სიმულაციური თამაშის ტექნოლოგიისა და ტრადიციული სწავლების მეთოდების შედარებით.
ჩაერთე საგანმანათლებლო ექსპერიმენტში და მიიღე ამერიკული სიმულაციური ცენტრის (Capsim) და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) სერტიფიკატი
საგანმანათლებლო ექსპერიმენტი მიზნად ისახავს სიმულაციური თამაშების სასწავლო პროცესში გამოყენების ეფექტიანობის შეფასებას სწავლების ტრადიციულ მეთოდთან შედარებით სტრატეგიული მენეჯმენტის საგანში.
ექსპერიმენტი განხორციელდება განათლდება EEU განათლების მეცნიერებების პროგრამის დოქტორანტის ტარიელ ელაშვილის სადისერტაციო კვლევის ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი პოლ გიბსი. კვლევას მიღებული აქვს EEU-ს კვლევის ეთიკის კომიტეტის თანხმობა. კვლევა დაფინანსებულია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიერ შიდა საუნივერსიტეტო კვლევითი გრანტის ფარგლებში.
სასწავლო კურსის ფარგლებში თქვენ
- Capstone 2.0 სიმულაციური თამაშის ტექნოლოგიით საშუალება მოგეცემათ მართოთ ვირტუალური კომპანია, მიიღოთ გადაწყვეტილებები სხვადასხვა სფეროში, გაიაზროთ თქვენი გადაწყვეტილებების შედეგები კონკურენტულ გარემოში.
- იქნებით ინოვაციური კვლევის მონაწილე, რომელსაც შეუძლია გაამრავალფეროვნოს სასწავლო პროცესი უმაღლეს განათლებაში.
გაიგე მეტი Capstone 2.0-ის შესახებ:
Capsim (Capsule Simulation) არის ამერიკული კომპანია, რომელიც სპეციალიზდება სიმულაციური პროგრამების შემუშავებაში, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მთელს მსოფლიოში განათლებასა და კორპორატიულ ტრენინგებში, კერძოდ სტრატეგიული მენეჯმენტის კურსებში. მათი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროდუქტია Capstone 2.0, რთული ბიზნეს სიმულაცია, რომელიც სტუდენტებსა და პროფესიონალებს ასწავლის ბიზნეს სტრატეგიას, ფინანსებს, მარკეტინგს, ოპერაციებს, ადამიანური რესურსების მართვასა და კონკურენტულ ანალიზს.
Capsim-ის მიზანია, უზრუნველყოს გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლა, რომელიც აკავშირებს თეორიასა და პრაქტიკას, რაც მონაწილეებს ეხმარება განავითარონ გადაწყვეტილების მიღების უნარები უსაფრთხო, სიმულირებულ გარემოში.
კურსის თემატიკა/პროგრამა
კურსის ლიდერი:
ტარიელ ელაშვილი – გამოცდილი მენეჯერი, რომელსაც აქვს 18 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება მექანიკური სისტემების ინჟინერიაში და 150-ზე მეტი დაქვემდებარებული პირის ხელმძღვანელობის პრაქტიკა. ტარიელ ფლობს განათლებას როგორც ტექნიკური, ისე საგანმანათლებლო ადმინისტრირების მიმართულებით. არის განათლების მეცნიერებების მაგისტრი და ამჟამად სწავლობს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე.
სასწავლო პროცესის მიმდინარეობა
- საკონტაქტო საათების რაოდენობა: 16 საათი
- შეხვედრებისა და თითოეული სესიის ხანგრძლივობა: კვირაში ორი შეხვედრა, თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი
- სწავლის დაიწყებისა და დასრულების სავარაუდო თარიღი: 2025 წლის 19 მაისი- 2025 წლის 14 ივნისი
- სწავლება განხორციელდება ოთხ სხვადასხვა ჯგუფთან განსხვავებული მიდგომებით. თითოეულ ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა – 10. 3 ჯგუფი ისწავლის Capstone 2.0 სიმულაციური თამაშის ტექნოლოგიით და 1 ჯგუფი – კლასიკური მიდგომებით.
- კურსის დაწყებამდე ჩატარდება საორიენტაციო შეხვედრა (სავარაუდო თარიღი: 15 მაისი), სადაც მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას კურსის შესახებ, ასევე, დაწერენ პრეტესტს, ხოლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეავსებენ პოსტესტს.
სამუშაო ენა: ქართული
კურსის განხორციელების ფორმატი:
- სასერტიფიკატო კურსი განხორციელდება პირისპირ ფორმატებში.
კურსზე მიღების და ექსპერიმენტში ჩართვის წინაპირობა/პროცედურა:
ადგილები შეზღუდულია, ამიტომ შემოგვიერთდით ახლავე!
- რეგისტრაციისთვის შეავსეთ აპლიკაციის ფორმა 2025 წლის 10 მაისამდე: https://form.jotform.com/250352397503455
- სასერტიფიკატო კურსის ღირებულება:დაფინანსებულია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიერ დოქტორანტთათვის შიდა კვლევითი გრანტის ფარგლებში
- სამიზნე ჯგუფი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები
არ გაუშვათ ხელიდან სწავლის, შეჯიბრის და ინოვაციების ეს შესაძლებლობა!