
ERASMUS+ -ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს (EEU) ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორი, ბოგდან იფტიმი ეწვევა.
EEU-ს ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტისა და ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტის ერთობლივი ინიციატივით, 14 მაისს, 19:00 საათზე, მცირე საკონფერენციო დარბაზში (201) გაიმართება ვორქშოპი: ,,საკრედიტო და კონტრაგენტების რისკების მართვის ინსტრუმენტები”.
თემატიკა და სადისკუსიო საკითხები:
- კრედიტის შეფასების მოდელები;
- ინფორმაციული ტექნოლოგიები და ანალიტიკური ინსტრუმენტები;
- ცენტრალური კონტრაგენტების როლი და რისკის შეფასება.
სპიკერი:
- ბოგდან იფტიმი – ბუქარესტის ეკონომიკის უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორი; უმაღლესი განათლების ექსპერტი და საერთაშორისო კონსულტანტი 25 წლიანი გამოცდილებით. მას აქვს დიდი ხნის თანამშრომლობის გამოცდილება ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტებთან და ორგანიზაციებთან ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საერთაშორისო პარტნიორობა, მობილობის პროგრამები, აკადემიური განვითარება და უმაღლესი განათლების რეფორმა.
შეხვედრების სამიზნე ჯგუფი: ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები
სამუშაო ენა: ინგლისური
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 14.05.2025; 19:00 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, მცირე საკონფერენციო დარბაზში (201)