
თუ ხარ სკოლის მოსწავლე და არ გაქვს მიღებული გადაწყვეტილება მომავალი პროფესიის შესახებ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) 17 მაისს, 13:00 საათზე გიწვევს პროფორიენტაციის დღეზე.
სხვადასხვა პროფესიები და შრომის ბაზრის მოთხოვნები, სწავლების ინოვაციური ტექნოლოგიები და გაცვლითი პროგრამები, საუნივერსიტეტო სტუდენტური მხარდამჭერი სერვისები სხვადასხვა პროფესიაში დახელოვნებისთვის – მიიღე პასუხები შენთვის საინტერესო კითხვებზე.
თემატიკა:
- როგორ ავირჩიო პროფესია?
- რატომ არის რთული პროფესიის არჩევა და რა უნდა გაითვალისწინო პროფესიის შერჩევისას?
შეხვედრა გაიმართება საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებთან და განმახორციელებელ პერსონალთან:
- მერაბ ბოლქვაძე – პროფესორი, არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელი;
- ბელა თინიკაშვილი – ასოცირებული პროფესორი, არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელი;
- ავთანდილ გაგნიძე – პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ხელმძღვანელი;
- ვასილ კიკუტაძე – პროფესორი, ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ხელმძღვანელი;
- დავით ბოსტოღანაშვილი – პროფესორი, სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი;
- ზურაბ აზნაურაშვილი – ასოცირებული პროფესორი, საჯარო მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი;
- გიზო ჭელიძე – ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი;
- თინათინ ფანცულაია – პროფესორი, ფსიქოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი.
- ქეთევან აფთარაშვილი – ასოცირებული პროფესორი, განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, სკოლამდელი განათლების პროგრამის ხელმძღვანელი;
სამიზნე აუდიტორია: მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები
შეხვედრის განხორციელების განრიგი: 17.05.2025, 13:00 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU).
არ გამოტოვოთ ღია კარის დღეები EEU-ში, თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხართ, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.