
საკვირაო სკოლის II სესიაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართება დისკუსია მენტალური, ფიზიკური და სოციალური კეთილდღეობის აქტუალურ საკითხებზე.
დისკუსიას გაუძღვება პროფ. კახაბერ ლაზარაშვილი – EEU-ს რექტორი, პროფესორი, გაეროს უმაღლესი განათლების ექსპერტ კოორდინატორი ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ექსპერტკოორდინატორი, დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამეფო საზოგადოების წევრი, (FRSPH), დიდი ბრიტანეთი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემიის წევრი (FHEA)
მონაწილეები:
- გიორგი წიკლაური – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ფსიქოლოგი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი.
- თამარ თხელიძე – განათლების მიეცნიერებების სადოქტორო პროგრამის სტუდენტი; ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მკვლევარი
- ნათია გეგელაშვილი – EEU-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი; ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მკვლევარი (PMSW);
თემატიკა და სადისკუსიო საკითხი: კეთილდღეობა და პირადი უსაფრთხოება ახალგაზრდებში.
სამიზნე აუდიტორია: მოსწავლეები, სტუდენტები
მრგვალი მაგიდის განხორციელების განრიგი: 18 მაისი, 13:00 საათი
ფორმატი და ადგილი: პირისპირ, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (ი. ენუქიძის ქ.6)
დასკვნით ეტაპზე საკვირაო სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
არ გამოტოვოთ ღია კარის დღეები EEU-ში, თუ ჯერ არ ხართ დარეგისტრირებული, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/NGBdvDPURG2e5Fr57