აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU), ღია კარის დღეების ფარგლებში, 18 მაისს გაიმართა საკვირაო სკოლის შემაჯამებელი სესია.
ღონისძიება გახსნა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ლაზარაშვილმა. მან სკოლის მოსწავლეებს გააცნო თანამედროვე მიდგომები, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობის და პირადი უსაფრთხოების მიმართულებით არსებობს დღევანდელ საგანმანათლებლო სივრცეებში.
შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღო EEU-ს განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის სტუდენტმა თამარ თხელიძემ, რომელმაც ისაუბრა EEU-ს ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი მიერ განხორციელებული კვლევის შედეგებზე, ახალგზარდების მენტალურ კეთილდღეობასა და აკადემიურ მიღწევებს შორის არსებულ კავშირზე.
ღონისძიების ფარგლებში ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მკვლევარმა, ნათია გეგელაშვილმა აუდიტორიას წარუდგინა ვიდეო-რგოლები, რომლებიც დეტალურად აღწერს ახალგაზრდების კეთილდღეობისა და პირადი უსაფრთხოების მნიშვნელობას.
ახალგაზარდების კეთილდღეობასთან და პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები შეაჯამა და ფსიქოლოგიური კუთხით გაანალიზა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა, ფსიქოლოგმა გიორგი წიკლაურმა.
დასასრულს გაიმართა დისკუსია.
საკვირაო სკოლის ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი.