უნივერსიადა 2025-ის ფარგლებში გაიმართა ფინალური ეტაპი – სტუდენტური B ლიგა კალათბურთში.
აქტივობა მიზნად ისახავს სტუდენტი კალათბურთელების პროფესიულ სპორტში ჩართვას, სტუდენტური გულშემატკივრობის გაძლიერებას, უმაღლეს სასწავლებლებსა და ქვეყანაში კალათბურთის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
ვულოცავთ EEU-ს საკალათბურთო გუნდს მესამე საპრიზო ადგილის მოპოვებას და ვუსურვებთ წარმატებებს!
ერთად ვუგულშემატკივროთ EEU-ს!