ღია კარის დღეების ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) სკოლის მოსწავლეებისთვის განხორციელდა აქტივობა: “Meet Your Future Professor”.
სკოლის მოსწავლეები შეხვედნენ EEU-ს პროფესორ-მასწავლებლებს:
- ანა გეგეშიძე – ინტერიერის დიზაინერი, მოწვეული ლექტორი
- ირაკლი ხვთისიაშვილი – ასოცირებული პროფესორი
- დავით წულაია – ასოცირებული პროფესორი
ღონისძიების მიმდინარეობისას ანა გეგეშიძემ სკოლის მოსწავლეებს გააცნო 3D მოდელებისთვის, ანიმაციისა და რენდერისთვის პროფესიონალური პროგრამა 3ds Max. მან აუდიტორიას, აგრეთვე, წარუდგინა კომპიუტერული მოდელირების სასწავლო კურსის ფარგლებში არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების მიერ შესრულებული ნამუშევრები.
სკოლის მოსწავლეებს მეწარმეობისა და თანამედროვე სტარტაპ ეკოსისტემის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა ირაკლი ხვთისიაშვილმა. მან განიხილა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა ინოვაციური იდეის ბიზნესად ქცევის ეტაპები, ბაზრის შესწავლის მნიშვნელობა, პროდუქტის პოზიციონირება, ფინანსური დაგეგმვა და სტარტაპის განვითარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საინვესტიციო შესაძლებლობებს, სტარტაპების დაფინანსების ალტერნატიულ გზებს, “ანგელოზი ინვესტორების” ჩართულობის სტრატეგიებს, გრანტებსა და ქრაუდფანდინგის პლატფორმების გამოყენების პრაქტიკულ მაგალითებს.
კრიმინოლოგიის საკითხებსა და ასპექტებზე სკოლის მოსწავლეებს ესაუბრა დავით წულაია. მისი მიმოხილვა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა კრიმინალური ფსიქოლოგიითა და ადამიანის ქცევის შესწავლით დაინტერესებული აუდიტორიისთვის.
ღონისძიება სკოლის მოსწავლეების აქტიური ჩართულობით ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ისინი გამოხატავდნენ საკუთარ პოზიციებს, სვამდნენ შეკითხვებს და იჩენდნენ ინტერესს განხილული საკითხებისადმი. ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო ინსპირაციის, ცოდნისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის.