ვორქშოპს ხელმძღვანელობდა SAP® S/4HANA-ს სერტიფიცირებული ტრენერი, ბატონი ერნსტ შულთენი (Ernst Schulten) – აშაფენბურგის უნივერსიტეტიდან (გერმანია). ბატონი შულთენი მსოფლიოში აღიარებული ექსპერტია კიბერუსაფრთხოებისა და ბიზნეს პროცესების ანალიტიკის სფეროში და უძღვება 150-ზე მეტ კურსს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და კომპანიაში, მათ შორის აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, ესპანეთში, შვეიცარიაში, ფინეთში და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.
სამეცნიერო ვორქშოპის პროგრამა მოიცავდა კიბერუსაფრთხოების აქტუალურ და პრაქტიკულ თემებს, მათ შორის:
- ბიზნესში კიბერ უსაფრთხოების მნიშვნელობა;
- ბიზნესში გავრცელებული კიბერ საფრთხეები;
- კიბერ უსაფრთხოების ანალიზი;
- პრევენციული მექანიზმები ბიზნესისთვის;
- კიბერ უსაფრთხოების განხორციელების ძირითადი გამოწვევები;
- კიბერ უსაფრთხოების ჩარჩოების როლი;
- კიბერ უსაფრთხოების მომავალი ტენდენციები ბიზნესში.
ვორქშოპს ესწრებოდნენ ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსებისა და მენეჯმენტის მიმართულებების საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები, კურსდამთავრებულები, აკადემიური პერსონალი და დამსაქმებლები.
ღონისძიება ხელს უწყობდა აკადემიურ და პრაქტიკულ გარემოებებს შორის კავშირის გაძლიერებას, სტუდენტებისა და დამსაქმებლების ინტერაქციას და თანამედროვე გამოწვევებზე ერთობლივ მსჯელობას.
ვორქშოპის დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სპეციალური სერტიფიკატები, რაც მათთვის დამატებით ღირებულებას ქმნის პროფესიულ განვითარებაში და მომავალი კარიერული ნაბიჯების დაგეგმვაში.