კურსს უძღვებოდა განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან აფთარაშვილი. მან მიმოიხილა ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა და მისი შესაძლებლობები თანამედროვე განათლების სფეროში, ყურადღება გაამახვილა ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრაციის საკითხებზე, სწავლებისა და შეფასების პროცესებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე, ასევე განიხილა ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები, განათლების ციფრული ტრანსფორმაციის ტენდენციები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც მოსწავლეები, ისე სტუდენტები. კურსი წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, მსმენელები აქტიურად ჩაერთნენ პროცესში.
შეხვედრის დასასრულს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სპიკერმა მონაწილეებს მისცა შემოქმედებითი დავალება თემაზე – „ბავშვები და მათი AI მეგობარი“. აქტივობა მხიარულ ატმოსფეროში წარიმართა. პრაქტიკული სავარჯიშოს წარმატებით შესრულებისთვის სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ EEU აუქციონის ბონუს ქულები.
კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საინტერესო და ინტერაქციული შეხვედრების სერია სრულდება 14 ივნისს, შემაჯამებელი აქტივობით – EEU აუქციონი და მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთოვლივი კონფერენცია