აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) მხარდაჭერით, EEU-ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს მასშტაბურ ახალგაზრდულ ღონისძიებაში – „სტუდფესტი 2025“.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა სტუდენტურ ტურნირებსა და ახალგაზრდულ ფესტივალში უნივერსიტეტების მონაწილეობის ხელშეწყობა, ახალგაზრდების პიროვნული განვითარება, უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობა და სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია.
„ახალგაზრდული ფესტივალი 2025“-ის ფარგლებში EEU-ს სტუდენტები ჩაერთნენ როგორც სპორტულ, ისე საგანმანათლებლო აქტივობებში.
მიმდინარე წლის 31 მაისს ჩატარდა ჯომარდობის ტურნირი, სადაც მონაწილეობას იღებდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორი გუნდი, რომელთაგან ერთ-ერთმა წარმატებით იასპარეზა და მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა.
გამარჯვებული გუნდი
- სოფიო ბაიდაური
- მარიამ კუბლაშვილი
- გურამ გიგაური
- გოჩა ერგემლიძე
- სერგი ბრეგვაძე
- მირიანი მიქავა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ულოცავს მონაწილე სტუდენტებს მიღწეულ წარმატებას და უსურვებს მათ მომავალ პროფესიულ და პიროვნულ წინსვლას.