აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) ღია კარის დღეების ფარგლებში მიმდინარე წლის 12 ივნისს გაიმართა VIP Experience Day, რომლის მასპინძელი იყო EEU-ს რექტორი, პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი.
სკოლის მოსწავლეებს რექტორმა პირადად გააცნო აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობა და გაცვლითი პროგრამები, საუნივერსიტეტო სტიპენდიები და სწავლის დაფინანსების მრავალფეროვანი პირობები, სტუდენტური მხარდამჭერი სერვისები და უპირატესობები. მან აუდიტორიას ასევე გაუზიარა საკუთარ პროფესიულ გზაზე მიღებული გამოცდილება და პერსპექტივები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის პროფესიული თვითგანვითარებისა და კარიერული მიზნების ჩამოყალიბების პროცესში.
ღონისძიების ბოლოს, რექტორმა სტუმრებს არაფორმალური შეხვედრების, განტვირთვისა და დასვენებისთვის ახალ მულტიფუნქციურ სივრცეში – EEU-CAFE RESTART-ში უმასპინძლა, სადაც კიდევ უფრო მეგობრულ გარემოში მათ დამატებითი კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცათ.
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს სკოლის მოსწავლეების ინფორმირებას უმაღლეს განათლებაზე, სტუდენტურ გარემოსა და მომავალ პროფესიულ შესაძლებლობებზე.