ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის სტუდენტმა, ერეკლე მეშველიანმა, 2025 წლის 10 ივნისს წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: „თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების გავლენა საქართველოს საფინანსო ბაზარზე“. დაცვის პროცედურა მოიცავდა მისი კვლევის შედეგების პრეზენტაციას, რასაც მოჰყვა სამეცნიერო დისკუსია. კომისიამ დადებითად შეაფასა კვლევის შედეგები და მიგნებების პრაქტიკული მნიშვნელობა.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ულოცავს ერეკლე მეშველიანს სადისერტაციო ნაშრომის წარმატებით დაცვას!