2025 წლის 14 ივნისს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) ღია კარის დღეების სერია ორი მასშტაბური ღონისძიებით დასრულდა: მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი ყოველწლიური კონფერენცია და შემაჯამებელი აქტივობა – „EEU აუქციონი“.
მოსწავლეებმა აუქციონის წესით შეიძინეს საგანმანათლებლო და გასართობი დანიშნულების ნივთები. „EEU აუქციონში“ მონაწილეობის ქულები კი მათ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის ორგანიზებულ ინტერაქციულ აქტივობებში ჩართვით დააგროვეს.
„EEU აუქციონზე“ გამარჯვებულ მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ:
- სელფის ჯოხი
- წიგნის მაღაზიის ვაუჩერი
- ბილეთი სპორტულ ღონისძიებაზე
- უსადენო ყურსასმენები
- პორტატული დინამიკი
- სმარტვოჩი
- ფოტოაპარატი
ღია კარის დღეები EEU-ში გრძელდება, რომლის ფარგლებშიც წინ არა ერთი სიურპრიზი და საინტერესო აქტივობა გელით, გახდი EEU-ელი!