
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2025 წლის 3 სექტემბრიდან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების სამივე აკადემიურ საფეხურზე 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო.
პროგრამის მიზანია სტუდენტების წახალისება, მოტივაციის ამაღლება და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.
დაფინანსების ოდენობა სემესტრულად შეადგენს არაუმეტეს 1125 ლარს და დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე.
პირველი სემესტრის სტუდენტები დაფინანსდებიან სემესტრული თანხის (1125 ლარი) 50%-ით, ხოლო თუ პირველი სემესტრის სტუდენტს აქვს მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის ან „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსი“, დაფინანსდება სემესტრული თანხის არაუმეტეს (1125 ლარი) 70%-ით.
რეგისტრაციის ვადები და პირობები:
დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში, ჟ. შარტავას ქ. N7. სტუდენტებს განცხადებების შეტანა, ასევე, შეუძლიათ თბილისის რაიონულ გამგეობებში არსებულ სერვისცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე: ms.gov.ge. (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელი სპეციალური მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში).
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 1-ელი დეკემბერი, 2025 წელი
დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის ვადა განსაზღვრულია 20 დეკემბერის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს