შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის
ქუქი ფაილების პოლიტიკა
1. მიზანი და ფარგლები
1.1. ქუქი ფაილების პოლიტიკა (შემდგომ – „პოლიტიკა“) არეგულირებს ქუქი ფაილებისა და მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებას შპს „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის“ (შემდგომ – „უნივერსიტეტი“) ოფიციალურ ვებგვერდზე — eeu.edu.ge (შემდგომ – „ვებგვერდი“).
1.2. პოლიტიკა ვრცელდება ვებ-გვერდის ყველა ვიზიტორზე (შემდგომ – „მომხმარებელი“).
1.3 ვებგვერდზე მომხმარებლის ავტორიზებული პირადი ანგარიშეი არ იქმნება/გამოიყენება, სასწავლო ბაზა და სტუდენტთა/პერსონალის პორტალი ფუნქციონირებს ცალკე პლატფორმაზე.
2. განმარტებები
2.1. ქუქი ფაილი (Cookie) — მცირე ზომის ტექსტური ფაილი, რომელიც ინახება მომხმარებლის ბრაუზერში ვებგვერდის გამართულად ფუნქციონირებისა და მომსახურების ოპტიმიზაციის მიზნით.
2.2. სესიის ქუქი ფაილი — იშლება ბრაუზერის დახურვისთანავე.
2.3. მუდმივი ქუქი ფაილი — ინახება განსაზღვრული ვადით ან მანამ, სანამ მომხმარებელი არ წაშლის.
2.4. მესამე მხარე — მომსახურების მიმწოდებელი, რომლის გადაწყვეტილებები/სერვისები ინტეგრირებულია ვებგვერდზე (მაგ.: ანალიტიკისა და მედია მოდულები).
3. სამართლებრივი საფუძვლები და პრინციპები
3.1. ქუქი ფაილების გამოყენება ეფუძნება მოქმედ კანონმდებლობას, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპებს (კანონიერება, გამჭვირვალობა, მიზანმიმართულობა, მონაცემთა მინიმიზაცია, უსაფრთხოება და სხვა) და შესაბამის საერთაშორისო/ევროპულ სტანდარტებს.
3.2. აუცილებელი ქუქი ფაილები გამოიყენება ვებგვერდის ფუნქციონირებისთვის, უნივერსიტეტის ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე.
3.3. არასავალდებულო ქუქი ფაილები გამოიყენება მომხმარებლის წინასწარი, თავისუფალი და ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე.
4. ქუქი ფაილების კატეგორიები
4.1. აუცილებელი — უზრუნველყოფს ვებგვერდის ძირითადი ფუნქციების გამართულად ფუნქციონირებას (დაცვა, ნავიგაცია, გვერდის დატვირთვის სტაბილურობა).
4.2. ფუნქციური — ინახავს მომხმარებლის არჩევანს/პარამეტრებს მისი გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
4.3. ანალიტიკური/სტატისტიკური — აგროვებს აგრეგირებულ სტატისტიკურ ინფორმაციას ვებგვერდის გამოყენების შესახებ (ტრაფიკი, ხილვები, ნავიგაციის გზები) სერვისის გაუმჯობესებისა და მონიტორინგის მიზნით.
5. გამოყენებული ტექნოლოგიები და მოდულები
5.1. ვებგვერდზე ინტეგრირებულია შემდეგი მოდულები/პლაგინები (იხ. დანართი):
- Google Analytics for WordPress by MonsterInsights (ანალიტიკა);
- WPML Multilingual CMS / WPML String Translation (ენის არჩევა — ფუნქციური);
- Envira Gallery Lite; Album and Image Gallery Plus Lightbox; Slider Revolution; PDF Embedder (მედია/ვიზუალური ფუნქციები — აუცილებელი/ფუნქციური);
- Search & Filter Pro; Table Maker; WPBakery Page Builder; Ultimate Addons; Navgoco Vertical Multilevel Slide Menu და სხვ. (ნავიგაცია/ინტერფეისი — აუცილებელი/ფუნქციური).
5.2. მოდულების მიერ ქუქი ფაილების გამოყენება ხორციელდება ვებგვერდის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მოცულობითა და მიზნებით. კონკრეტული ქუქი-ფაილების სახელწოდება, დანიშნულება და შენახვის ვადები მითითებულია დანართში საერთო კატეგორიების ჭრილში.
6. მესამე მხარის სერვისები
ქუქი ფაილის ანალიტიკური მომსახურება შეიძლება გულისხმობდეს მონაცემთა დამუშავებას მესამე მხარის მიერ. ასეთ შემთხვევაში დამუშავება ხორციელდება ქუქი ფაილების კატეგორიისა და მიზნის შესაბამისი მოცულობით, აგრეთვე იმ წესებით, რაც განსაზღვრულია მესამე მხარის პოლიტიკებით/დოკუმენტაციაში.
7. შენახვის ვადები
7.1. სესიის ქუქი ფაილი ინახება ვიზიტის განმავლობაში და იშლება ბრაუზერის დახურვისას.
7.2. მუდმივი ქუქი ფაილი ინახება გონივრული ვადით (6–9 თვემდე), თუ სხვა ვადა არ არის განსაზღვრული შესაბამისი მოდულით ან ფაილი მომხმარებლის მიერ არ წაიშლება.
8. თანხმობის მართვა და ბრაუზერის პარამეტრები
8.1. არასავალდებულო ქუქი ფაილები ირთვება მხოლოდ მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე. მომხმარებელს შეუძლია შეცვალოს არჩევანი ვებგვერდზე განთავსებული ქუქი-ბანერის/პანელის საშუალებით ან ბრაუზერის პარამეტრებიდან.
8.2. ქუქი ფაილების სრული ან ნაწილობრივი გამორთვა შესაძლოა ზემოქმედებდეს ვებგვერდის ფუნქციონირებაზე და მომხმარებელს შეეზღუდოს გარკვეული სერვისების ხელმისაწვდომობა.
9. მონაცემთა სუბიექტის უფლებები
9.1. მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ქუქი ფაილების გამოყენების შესახებ, ასევე შეცვალოს/წაშალოს ქუქი ფაილები საკუთარი მოწყობილობიდან.
9.2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით, მომხმარებელს აქვს უფლება მიმართოს უნივერსიტეტს ინფორმაციის მისაღებად ფაილის დამუშავების გარემოებების შესახებ და, კანონით დადგენილი წესით, ისარგებლოს მონაცემთა სუბიექტის სხვა უფლებებით.
10. უსაფრთხოება
10.1. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სათანადო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს ქუქი ფაილების მეშვეობით დამუშავებული მონაცემების უსაფრთხოებისთვის, მათ შორის, წვდომის ლოგიკის, ლოგირების, შიდა პოლიტიკებისა და კონტროლების დანერგვით.
10.2. მონაცემთა ბაზებზე წვდომა შეზღუდულია და ენიჭება მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლებს „საჭიროების პრინციპის“ საფუძველზე.
11. საკონტაქტო ინფორმაცია
კითხვების, შენიშვნებისა და მოთხოვნების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
უნივერსიტეტი: info@eeu.edu.ge, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: info@dpo.ge
12. პოლიტიკის გადასინჯვა
ეს პოლიტიკა გადაიხედება სულ მცირე, წელიწადში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში, მასში სათანადო ცვლილებების შეტანის გზით.
დანართი
ვებგვერდზე ინტეგრირებული მოდულები (კატეგორიების მიხედვით)
კლასიფიკაცია ასახავს მოდულების ქუქი-კატეგორიებს ფუნქციური დანიშნულების მიხედვით. კონკრეტული ქუქი-ფაილების სახელები/ვადები დამოკიდებულია მოდულის ვერსიასა და კონფიგურაციაზე.
აუცილებელი/ფუნქციური:
- WPBakery Page Builder; Ultimate Addons for WPBakery Page Builder; Search & Filter Pro; Search & Filter – WPBakery PB Extension; Table Maker; Navgoco Vertical Multilevel Slide Menu; Flexi Pages Widget; Menu In Menu; Widget Logic; Custom Post Type UI; Copy & Delete Posts; ACF-VC Integrator; Advanced Custom Fields PRO; WPML Multilingual CMS; WPML String Translation; PDF Embedder.
მედია/ვიზუალური (აუცილებელი/ფუნქციური ელემენტები გვერდის გამართულად მუშაობისთვის):
- Envira Gallery Lite; Album and Image Gallery Plus Lightbox; Slider Revolution.
ანალიტიკური (არასავალდებულო/თანხმობაზე დაფუძნებული):
- Google Analytics for WordPress by MonsterInsights.
შენიშვნა: სარეკლამო/ქცევითი ტარგეტირებისთვის განკუთვნილი ქუქი ფაილები ვებგვერდზე არ გამოიყენება.


