
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ მიმართულებების მიხედვით, თქვენი საიდენტიფიკაციო კოდით.
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების რაოდენობისა (40 ვაკანტური ადგილი) და აპლიკანტთა მიერ უნივერსიტეტის განსაზღვრულ გამოცდაში მიღებული საბოლოო (რანჟირებული) ქულის მიხედვით, ჩაირიცხვის კანდიდატები მარკირებულია მწვანე ფერით, კერძოდ,
- ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით ჩარიცხვის კანდიდატია პირველი 8 აპლიკანტი
- მოქალაქეობის მიმართულებით ჩარიცხვის კანდიდატია პირველი 12 აპლიკანტი
- ინგლისური ენის მიმართულებით ჩარიცხვის კანდიდატია პირველი 20 აპლიკანტი
გაითვალისწინეთ, რომ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის კანდიდატმა 19 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით უნდა გააფორმოს ხელშეკრულება ელექტრონულად, რომელიც ელექტრონულად გეგზავნება ელ-ფოსტაზე. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი დადგენილ ვადაში არ გააფორმებს ხელშეკრულებას, ჩარიცხვის კანდიდატად განიხილება რეიტინგული სიით მომდევნო აპლიკანტი. მორჩენილი ვაკანტური ადგილების არსებობის შემთხვევაში ინფორმაცია გამოგეგზავნებათ 23 სექტემბერს.