2025 წლის 17-18 სექტემბერს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში (EEU) პირველკურსელებისთვის საორიენტაციო დღეები გაიმართა საბაკალავრო პროგრამების პირველკურსელი სტუდენტებისთვის
ღონისძიება გახსნა EEU-ს რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ლაზარაშვილმა და მან ფაკულტეტების დეკანებთან ერთად პირველკურსელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ფაკულტეტის წარმომადგენლებმა პირველკურსელებს საორიენტაციო დღის ფარგლებში გააცნეს:
- სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხები;
- EEU-ს საერთაშორისო თანამშრომლობა და გაცვლითი პროგრამები;
- საუნივერსიტეტო სტუდენტური მხარდამჭერი სერვისები;
შეხვედრა დამსწრე აუდიტორიის აქტიური ჩართულობით, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
საორიენტაციო დღეები პირველკურსელებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია ახალი აკადემიური გამოცდილების დასაწყებად.
თქვენი წარმატება იწყება EEU-ში!