2025 წლის 31 ივლისს ჯანდაცვის მენიერებათა ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე სტუდენტებს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ ლაზარაშვილი, ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ელენე ზურაბიშვილი, ფაკულტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი მესალმა, სტუდენტებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა და პროფესიული განვითარების გზაზე შემდგომი წარმატებები უსურვა.
ჰიპოკრატეს ფიცის საზეიმოდ მიღების შემდეგ ღონისძიება ქუდების აყრის და ტორტის გაჭრის საზეიმო ცერემონიით დასრულდა.
გამოსაშვებ ცერემონიას კურსდამთავრებულების ოჯახის წევრები, მეგობრები და უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.