აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბის Student Support Community (SSC) ინიციატივით და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის მხარდაჭერით, დიპლომირებული მედიკოსის სტუდენტებისთვის პრაქტიკული ვორქშოპების სერია ჩატარდა, რომელიც მოიცავდა CV-ის ეფექტურად ფორმირების და LinkedIn პროფილის პროფესიონალურად შექმნისა და მართვის საკითხებს.
ვორქშოპების განმავლობაში სტუდენტებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები კარიერის დაგეგმვისა და პროფესიული განვითარებისთვის. მათ ისწავლეს, როგორ წარმოაჩინონ საკუთარი ცოდნა, უნარები და გამოცდილება CV-ში, როგორ განალაგონ ინფორმაცია სტრუქტურულად და როგორ მოარგონ იგი სხვადასხვა პოზიციის მოთხოვნებზე.
გარდა ამისა, სტუდენტებს წარედგინათ LinkedIn-ის პლატფორმის შესაძლებლობები – პროფესიული ქსელების გაფართოება, კარიერული პერსპექტივების პოვნა და საკუთარი პროფესიული ბრენდის ჩამოყალიბება.
ღონისძიებების მიზანი იყო პროფესიული თვითგამოხატვის გაძლიერების ხელშეწყობა.