აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დოქტორანტმა, ნათია გეგელაშვილმა 4-5 სექტემბერს, ესპანეთში, გრანადის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა: Fifteenth International Conference on Health, Wellness & Society: Emotional vs Artificial Intelligence: A Paradigm Shift in Healthcare?
ნათიამ კონფერენციაზე წარადგინა საკუთარი სადისერტაციო კვლევა ,,სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება საქართველოში და მისი გავლენა კარიერულ წარმატებაზე“, რომლის სამეცნიერო ხელმძღვანელია პროფ. დავით სიხარულიძე.
კონფერენციის ფარგლებში ნათია გეგელაშვილს გადაეცა „ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდო“ (Emerging Scholar Award) მეცნიერებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის.
ნათიას მოპოვებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სადოქტორო კვლევითი გრანტი. იგი ესპანეთში სწორედ შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდამჭერით იმყოფებოდა.