აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანმა პროგრამამ ბრიტანეთის სამედიცინო საბჭოს (GMC) აღიარება მოიპოვა, რაც პროგრამის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს PLAB-ის გამოცდები ჩააბარონ და დიდ ბრიტანეთში პროფესიული საქმიანობის გაგრძელების უფლება მიიღონ.
GMC არეგულირებს ექიმების, ანესთეზიოლოგებისა და ასოცირებული ექიმების საქმიანობას, ადგენს სტანდარტებს და უზრუნველყოფს განათლების ხარისხს დიდ ბრიტანეთში. რაც შეეხება PLAB-ის გამოცდას, იგი წარმოადგენს ორ ეტაპიან შეფასებას მედიცინის საერთაშორისო კურსდამთავრებულებისთვის.
აღნიშნული აღიარების მოპოვება დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამის ინტერნაციონალიზაციისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.


