ქეთევან პაპაშვილი (ასოცირებული პროფესორი)
მედიცინის დოქტორი;
მიმართულება: ანესთეზიოლოგია და რეანიმაცია
ქეთევან პაპაშვილს აქვს მრავალწლიანი პროფესიული და აკადემიური გამოცდილება. 2003 წლიდან დღემდე მუშაობს შპს აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ექიმ-ანესთეზიოლოგად. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა აკად. ნოდარ ბოხუას სახელობის ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის რესპუბლიკური ცენტრის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციის დეპარტამენტს.
ფლობს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სერტიფიკატს ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის, ინტენსიური თერაპიის მიმართულებით. ამჟამად არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
ქეთევან პაპაშვილი არის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციისა და ვორკშოპის მომხსენებელი, მონოგრაფიებისა და სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, ასევე პროფესიული განვითარების პროგრამების აქტიური მონაწილე.