
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ სტაჟირება კომპანია “თეგეტა მოტორსში“.
სტაჟირებისთვის გამოყოფილია 5 ადგილი.
სტაჟიორთა შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად:
- I ეტაპზე სტუდენტები შეირჩევიან GPA ქულის მიხედვით. სტუდენტს გასული სემესტრის საშუალო შეწონილი ქულა უნდა ჰქონდეს 3.5 და მეტი;
- II ეტაპზე სტუდენტები შეირჩევიან კონფერენციებში (ადგილობრივი/საერთაშორისო) მონაწილეობის მიხედვით.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 20.10.2025-26.12.2025
სტაჟირების მსურველებს გთხოვთ დარეგისტრირდეთ მოცემულ ბმულზე
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15.10.2025