flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) განათლების მდგრადობის სამუშაო ჯგუფის წევრად აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი აირჩიეს

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი  ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) საბჭოს მიერ ასოციაციის განათლების მდგრადობის სამუშაო ჯგუფის წევრად იქნა არჩეული.

EUA-ს მდგრადობის სპეციალური სამუშაო ჯგუფი აერთიანებს ევროპის წამყვან უნივერსიტეტთა ლიდერებს, რომელთა თანამშრომლობით იქმნება განათლების მდგრადი განვითარების ხედვა – ’’გაეროს 2030 დღის წესრიგის მიღმა 2040 წლის პერსპექტივით“. პროფესორი კახაბერ ლაზარაშვილი აქტიურად ჩაერთვება განათლებისა და კვლევის მდგრადობის სტრატეგიის შემუშავების პროცესში, ასევე მონაწილეობას მიიღებს EUA-ს „უნივერსიტეტებისა და მდგრადობის მომავლის დეკლარაციის“ ფორმირებაში. მისი საქმიანობა ევროპელ რექტორებთან და განათლების პოლიტიკის ლიდერებთან ერთად, უშუალოდ იქნება დაკავშირებული მდგრადი ტრანსფორმაციის სტრატეგიების შექმნის უზრუნველყოფასთან უმაღლეს განათლებაში.

ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA) წარმოადგენს უნივერსიტეტებისა და რექტორთა ეროვნული კონფერენციების წარმომადგენლობით ორგანიზაციას და ევროპის 48 ქვეყნიდან 800-მდე უნივერსიტეტს აერთიანებს. EUA მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბოლონიის პროცესში, უზრუნველყოფს უნიკალურ ექსპერტიზას უმაღლესი განათლებისა და კვლევების მიმართულებებში, გავლენას ახდენს ევროკავშირის პოლიტიკებზე უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების სფეროებში.

აღნიშნული ფაქტი, რომ ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენელი არჩეულია ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ორგანოს საბჭოში, როგორიც არის ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA), მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს როგორც საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის წარმატების, ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციისა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მზარდი საერთაშორისო აღიარების გზაზე.

https://www.interpressnews.ge/
https://www.interpressnews.ge/

მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია: (ISPC 2025) ,,ციფრული მენეჯმენტი სწრაფად ცვალებადი სამყაროსთვის“

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University