მიმდინარე წლის 25-26 სექტემბერს, ადელფის უნივერსიტეტის (ნიუ-იორკი, აშშ) ორგანიზებით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (თბილისი, საქართველო), ელექტრონული კომერციის ინსტიტუტისა (კიოლნი, გერმანია) და გამოყენებითი მეცნიერებების საერთაშორისო უნივერსიტეტის (კიოლნი, გერმანია) პარტნიორობით აშშ-ს ქალაქ ნიუ-იორკში გაიმართა რიგით მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია: ,,ციფრული მენეჯმენტი სწრაფად ცვალებადი სამყაროსთვის“.
კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა:
- პროფ. დოქტ. რიჩარდ გაიბელი, ელექტრონული კომერციის ინსტიტუტის დირექტორი და ISPC 2025-ის ხელმძღვანელი;
- პროფ. დოქტ. კრისტოფერ სტორმი, ადელფის უნივერსიტეტის პრეზიდენტის მ.შ.;
- პროფ. დოქტ. მერიენ ჰაილენდი, ადელფის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი;
- პროფ. დოქტ. კახაბერ ლაზარაშვილი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი;
- ასოც. პროფ. დოქტ. თამთა ლეკიშილი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;
- ქ–ნი პავნიტ აბრამოვსკი, PARC Solutions-ის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი;
- დოქტ. ულრიხ არნოლდი, gkvi informatik-ის აღმასრულებელი დირექტორი;
- პროფ. დოქტ. უვი კანტნერი, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
კონფერენცია წარიმართა ჰიბრიდულ ფორმატში 8 პარალელურ სესიად, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 4 კონტინენტის 12 ქვეყნის 80-მა მეცნიერმა, ახალგაზრდა მკვლევარმა, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტმა შემდეგი უნივერსიტეტებიდან:
- IU საერთაშორისო უნივერსიტეტი;
- კობლენცის უნივერსიტეტი;
- სამპოერნას უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი, კაიზერის უნივერსიტეტი;
- არიზონას უნივერსიტეტი, ბარსელონის ევროპის ბიზნესის სკოლა;
- სამპოერნას უნივერსიტეტი;
- კალაბრიის უნივერსიტეტი, ჯუსტინო ფორტუნატოს უნივერსიტეტი;
- ციურიხის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი;
- მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი;
- ინტეგრალური უნივერსიტეტი, ინდოეთი;
- დანეშ ალბორზის უნივერსიტეტი, ყაზვინის პროვინცია, ირანი;
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
- პორტსმუთის უნივერსიტეტი;
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
- კავკასიის უნივერსიტეტი;
- კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კონფერენციას ესწრებოდნენ მკვლევრები, პრაქტიკოსები, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები როგორც კონფერენციის ორგანიზატორი, ასევე სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.
კონფერენციის ბოლოს სექციის მოდერატორებმა გამოავლინეს გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:
- საუკეთესო მოხსენება;
- ახალგაზრდა მეცნიერი.
კონფერენციაზე წარმოდგენილი საუკეთესო ნაშრომები გამოიცემა Scopus-ში ინდექსირებულ “Springer Proceedings in Business and Economics“ (SPBE)-ში 2026 წლის ბოლოს.
კონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე