flagEng
flagGeo
+995 32 248 01 41
info@eeu.edu.ge
Facebook
YouTube
  • EEU-ს შესახებ
    • რატომ EEU?
    • რექტორის მისალმება
    • მისია და განვითარების გეგმა
    • მართვა
      • რექტორი
      • წარმომადგენლობითი საბჭო
      • ვიცე-რექტორები
      • ადმინისტრაცია
      • სტრუქტურა
    • ხარისხის უზრუნველყოფა
    • აკადემიური პერსონალი
    • ინფრასტრუქტურა
    • იურიდიული ცნობარი
    • ახალი ამბები
      • სიახლეები
      • ვაკანსიები
  • განათლება
    • ფაკულტეტები
      • იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა
      • განათლების მეცნიერებები
      • ბიზნესი და ინჟინერია
      • ჯანდაცვის მეცნიერებათა
    • პროგრამები
      • საბაკალავრო პროგრამები
      • სამაგისტრო პროგრამები
      • სადოქტორო პროგრამები
      • მასწავლებლის მომზადების პროგრამა
      • სასწავლო პროგრამების კატალოგი
    • უწყვეტი განათლება
    • მიღება
      • ბაკალავრიატი
      • მაგისტრატურა
      • დოქტორანტურა
      • სასერტიფიკატო
      • მობილობა
    • სემესტრული რეგისტრაცია
    • აკადემიური კალენდარი
    • გზამკვლევი
  • კვლევა
    • კვლევის სტრატეგია და ანგარიშები
    • სამეცნიერო კონფერენციები
    • გრანტები
      • მოზიდული გრანტები
      • შიდა საუნივერსიტეტო გრანტები
    • კვლევითი პროექტები
      • მიმდინარე
      • განხორციელებული
    • გამოცემები
    • სამეცნიერო ჟურნალი
    • კვლევითი ერთეულები
    • სადოქტორო კვლევები
      • სადოქტორო და უმაღლესი განათლების კვლევების განვითარების ცენტრი
      • დოქტორანტების ნაშრომები
      • დოქტორანტის გზამკვლევი
    • კვლევის ეთიკა
      • ეთიკის ნორმები და რეგულაციები
      • კვლევის ეთიკის კომიტეტი
    • სიახლეები
  • საერთაშორისო
    • ინტერნაციონალიზაცია
    • საერთაშორისო პარტნიორები
      • უნივერსიტეტები
      • ორგანიზაციები
    • გაცვლითი პროგრამები
    • სიახლეები
    • საერთაშორისო სტუდენტებისთვის
      • პროგრამები
      • სერვისები
      • Covid – 19
    • საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი
  • ბიბლიოთეკა
    • ბიბლიოთეკის შესახებ
    • ელექტრონული კატალოგი
    • ელექტრონული რესურსები
      • საერთაშორისო მონაცემთა ბაზები
      • ინტერნეტ რესურსები
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური თვითმმართველობა
    • ომბუდსმენის ოფისი
    • დასაქმება
    • დაზღვევა
    • სპორტი
    • კურსდამთავრებულები
    • გალერეა
      • ფოტო
      • ვიდეო
  • კონტაქტი

დოქტორანტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია 2025

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 2025 წლის 6 დეკემბერს მართავს დოქტორანტთა ყოველწლიურ რიგით მესამე სამეცნიერო ეროვნულ კონფერენციას.

კონფერენციის მიზანი:

დოქტორანტთა ყოველწლიური სამეცნიერო ეროვნული კონფერენცია მიზნად ისახავს ისეთი პლატფორმის შექმნას, რომლის ფარგლებშიც დოქტორანტები შეძლებენ საკუთარი პოზიციების გამოხატვას, იდეებისა და მიგნებების ურთიერთგაცვლას, კვლევითი უნარების გაუმჯობესებას, პროდუქტიული დისკუსიების წარმართვას.

ვიწვევთ ყველა დოქტორანტს, ჩაერთოს აკადემიურ გარემოში და წარმოადგინოს უახლესი კვლევები ისეთ დარგებში, როგორიცაა: განათლება, ბიზნესის ადმინისტრირება და სამართალი;  კონფერენცია ხელს შეუწყობს განსხვავებული დისციპლინების წარმომადგენლებს შორის დიალოგსა და თანამშრომლობას;

გარდა სამეცნიერო პროგრამისა, კონფერენცია უმასპინძლებს ინტერაქტიულ ვორქშოპებსა და პანელურ დისკუსიებს, რომლებიც მიმართული იქნება დოქტორანტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი უნარების განვითარების ხელშეწყობისკენ. აქტივობები დოქტორანტებს მისცემს შესაძლებლობას, დახვეწონ თავიანთი უნარები და მიიღონ ღირებული რჩევები დარგის ექსპერტებისგან.

კონფერენცია ფარავს შემდეგ მიმართულებებს: განათლება, ბიზნესის ადმინისტრირება და სამართალი;

კონფერენციის სამიზნე აუდიტორია: დოქტორანტურის სტუდენტები

კონფერენციის ფორმატი: პირისპირ

სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური

რეგლამენტი: მოხსენება – 15 წთ; კითხვა – პასუხი – 10 წთ.

კონფერენციაში მონაწილეობის საფასური: სრულად ფინანსდება ორგანიზატორი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიერ

საუკეთესო სტატიები გამოქვეყნდება დოქტორანტთა ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის მასალების რიგით მესამე კრებულში.

კონფერენციაში მონაწილეობის მოთხოვნები:
მნიშვნელოვანი თარიღები
კონფერენციის აკადემიური კომიტეტი:
კონფერენციის პროგრამა
კონფერენციაში მონაწილეობის მოთხოვნები:
  • სარეგისტრაციო ფორმის შევსება და შესრულებული ანოტაციის ატვირთვა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  https://www.surveymonkey.com/r/CL3WK9F
  • ანოტაციის წარმოდგენისთვის საჭირო ზოგადი მოთხოვნები: A4 ფორმატი, PDF, 150-დან 300 სიტყვამდე – შრიფტი: Times New Roman;  ტექსტის ზომა: 12, ინტერვალი: 1,5.
მნიშვნელოვანი თარიღები
  • რეგისტრაციის გავლა და ანოტაციის წარმოდგენის ბოლო ვადა – 22 ნოემბერი, 2025
  • შერჩეული ანოტაციების ავტორებისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დადასტურება – 29 ნოემბერი, 2025

შენიშვნა: წარსადგენი  ანოტაციების შერჩევა მოხდება ანონიმური განხილვის საფუძველზე კონფერენციის აკადემიური კომიტეტის მიერ. კონფერენციის მონაწილეები კონფერენციამდე მათ მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიიღებენ კონფერენციის პროგრამას (დღის წესრიგს). გამოიცემა კონფერენციის კრებული.

კონფერენციის აკადემიური კომიტეტი:
  • კახაბერ ლაზარაშვილი – პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი
  • პოლ გიბსი  –  ემერიტუსი პროფესორი, სადოქტორო და უმაღლესი განათლების  კვლევების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი
  • ლუიზ დელინგვოთერ – პროფესორი (სორბონის უნივერსიტეტი და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი), EEU-ს განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი
  • დავით სიხარულიძე – პროფესორი, EEU-ს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი
  • ზუხრა მაცაბერიძე – ასოცირებული პროფესორი, EEU-ს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი
  • ვასილ კიკუტაძე – პროფესორი, EEU-ს ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი
  • ქეთევან აფთარაშვილი – ასოცირებული პროფესორი, EEU-ს განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანი
კონფერენციის პროგრამა

დღის წესრიგი გამოქვეყნდება 1 დეკემბერს

ქ. თბილის ი. ენუქიძის ქ. 6, (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
032 2 48 01 41
education@eeu.edu.ge

სადოქტორო საზაფხულო სკოლა 2025

სწრაფი ბმულები

უწყვეტი განათლების ცენტრი

FAQs

პედაგოგის ბაზა - EEU-EL

სტუდენტის ბაზა EEU-EL

საერთაშორისო პარტნიორები

დასაქმება

ბიბლიოთეკა

კონტაქტი

კამპუსი 1: ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქ. 6 (დავით აღმაშენებლის ხეივანი, ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
კამპუსი 2: ქ. თბილისი, ტ. ფუტკარაძის ქ. 1
+995 32 248 01 41;
info@eeu.edu.ge
Email
Facebook
YouTube
© 2021 East European University