 
სლოვაკეთის სახელმწიფო აცხადებს სასტიპენდიო პროგრამებს 2026-2027 აკადემიური წლისათვის. განაცხადების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, დოქტორანტებს, უნივერსიტეტის ლექტორებსა და მკვლევრებს.
განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ, შემდეგ ვებგვერდზე: www.scholarships.sk
2026 წლის ზაფხულის სემესტრის სტიპენდიისათვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 31 ოქტომბერი. 2026-2027 აკადემიური წლის ეროვნული სტიპენდიის პროგრამაში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა კი – 2026 წლის 30 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აპლიკანტებს (სტუდენტებსა და დოქტორანტებს) შეუძლიათ დაუკავშირდნენ პროგრამის ადმინისტრატორს ელექტრონულ ფოსტაზე nsp-foreign2@saia.sk, ხოლო უნივერსიტეტის ლექტორებსა და მკვლევარებს – სტიპენდიათა ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (ელ. ფოსტა: nspforeign@saia.sk).
ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: www.scholarships.sk


