აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) თანადაფინანსებით, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით 26 ოქტომბერს, EEU-ს სტუდენტებისთვის მოეწყო ერთდღიანი გასვლითი ტური ძამას ხეობაში.
ტურის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს:
- ყინწვისის მონასტერი
- მზოვრეთის დედათა მონასტერი
გასვლითი ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა გასართობი აქტივობით, რამაც ხელი შეუწყო მონაწილეებს შორის არაფორმალური და მეგობრული გარემოს შექმნას.


















