აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისა (EEU) და მისი პარტნიორი კლინიკის – კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით მიმდინარე წლის 7 ნოემბერს EEU- ში სისხლის უანგარო დონაცია გაიმართება.
დონაციის მიზანია სამედიცინო დაწესებულებებში სისხლის მარაგის შევსება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქირურგიული ოპერაციების, ტრავმების, ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების მკურნალობისას. თითოეულმა ჩაბარებულმა სისხლმა შეიძლება გადაარჩინოს სამი ადამიანის სიცოცხლე.
დამატებითი ინფორმაცის სანახავად, თუ ვის შეუძლია დონაცია, გთხოვთ ეწვიეთ ბმულს.
თარიღი და დრო: 7 ნოემბერი, 11:00 – 17:00 სთ
ადგილი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, ოთახი 107
დონაციაში ჩართვის მსურველებმა გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე 6 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


